დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა

განსაკუთრებულად ეხმაურება დედაენის დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ეზოშიც 41 წლის წინ სტუდენტები მშობლიური ენის დაცვას ცდილობდნენ. სწორედ მაშინდელი პროტესტის შედეგად ქართულმა ენამ სახელმწიფო ენის სტატუსი შეინარჩუნა და საბჭოთა ხელისუფლებამ მისი რუსულით ჩანაცვლება ვეღარ გაბედა.

დედაენის დღეს მთელი კვირეული ეძღვნება, რომელიც ოფიციალურად ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ცერემონიას პრემიერი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მინისტრი ესწრებოდნენ. ქეთევან ციხელაშვილმა კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.

თემის დეტალები „მოამბეში.“