დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება

დღეს დედაენის დღეა. ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება. „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ – ამ სახელწოდების კონკურსში გამარჯვებულები, სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრეზიდენტმა, განათლების მინისტრმა და რექტორმა დააჯილდოეს.  40 სკოლის 125 ესედან კომისიამ 20 საუკეთესო ნამუშევარი შეარჩია. პრეზიდენტმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ფილოლოგები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

დედაენის ბაღში დილიდან ხალხმრავლობაა. მიმდინარეობს გამოფენები კონცერტები და პრეზენტაციები. ღონისძიებას დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი დაასრულებს.