დედაენის დღე რეგიონებშიც აღნიშნეს

15:15, 14.04.2018

დედაენის დღეს აღნიშნავენ რეგიონებშიც. ზუგდიდში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა და რიგითმა მოქალაქეებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. თარიღი აღნიშნეს ბათუმშიც.

ადგილობრივები ილია ჭავჭავაძის ძეგლთან შეიკრიბნენ და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.

 

 

მსგავსი