„დედა ენის“ გამოცემები – პირველიდან დღემდე 

21:57, 14.04.2026

დედა ენის დღეს წელს, განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა. „დედა ენის“ პირველი გამოცემიდან 150 წელი გავიდა. საიუბილეო თარიღს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უნიკალური გამოფენა მიუძღვნა. ექსპოზიცია ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული „დედა ენის“  გამორჩეულ გამოცემებს აერთიანებდა. როგორ იქმნებოდა სახელმძღვანელო, რომელიც თითოეული მოსწავლის სამაგიდო წიგნად იქცა და რა გზა განვლო „დედა ენამ“ პირველი გამოცემიდან დღემდე – გამოფენაზე იაკობ გოგებაშვილის უნიკალური სახელმძღვანელოს არაერთი ვერსია იყო წარმოდგენილი, მათ შორის ეგზემპლარები, რომლითაც საბჭოთა ხელისუფლებამ „დედა ენის“  ჩანაცვლება სცადა. 150 წლის იუბილეს მიეძღვნა 1876 წელს დაბეჭდილი „დედა ენის“ ხელახალი გამოცემა. წიგნი დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა და თითქმის ყველა გვერდს, მისი ხელით შესრულებული კომენტარები ერთვის.

მსგავსი