კონკურსი „დედა ენა 150 – ახალი თაობის ხმა“
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლის საიუბილეოდ, მწერალთა სახლი ახალ თაობას შემოქმედებით ინიციატივაში იწვევს და კონკურსს აცხადებს სახელწოდებით „დედა ენა 150 – ახალი თაობის ხმა“. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გოგებაშვილის პატარა მოთხრობები თანამედროვე ფორმით გააცოცხლონ ან ქართული ანბანის ასო-ბგერებზე საკუთარი, თანამედროვე ხედვა წარადგინონ. ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა, როგორია მისი პირობები და კონცეფცია:
სტუმარი: მარიტა ტყეშელაშვილი, მწერალთა სახლის წარმომადგენელი.