დებატები სტრასბურგში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

სტრასბურგში დღეს დაგეგმილ დებატებთან დაკავშირებით, თბილისში მოლოდინები განსხვავებულია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია. მმართველი გუნდი ასევე აღნიშნავს, რომ ზამთრის სესიაზე, სადაც ქართული დელეგაცია დაამტკიცეს, საქართველოში ჩატარებული არჩევნებიც აღიარეს. მათივე თქმით, ევროსაბჭოს საგაზაფხულო სესიაზე ქართული დელეგაცია არ იქნება წარმოდგენილი.

განსხვავებულია ოპოზიციის შეფასებები, მათ მიაჩნიათ, რომ ევროსაბჭო საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა და ამ ყველაფრის დაკარგვა როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად ქვეყნისთვის მძიმე იქნება.