დებატები საქართველოს შესახებ – პოლიტიკური შეფასებები
მორიგი მძიმე შინაარსის გზავნილები ევროპიდან – საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ამჯერად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმსჯელეს.
პოლიტიკური დევნა, რეპრესიები, განსხვავებული აზრის ჩახშობა და ავტორიტარიზმისკენ გადახრა. დებატების მონაწილეთა მხრიდან მსგავსი შინაარსის არაერთი განცხადება გაკეთდა. სხდომას ესწრებოდა ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ლიდერების დაკავებების ფონზე, კრიტიკულ შეფასებებს ქართველი ხალხის მხარდაჭერად მიიჩნევს და პარტნიორების გზავნილებს სრულად იზიარებს. მწვავეა ოფიციალური თბილისის რეაქცია – დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მმართველი გუნდი გზავნილებს შანტაჟად განიხილავს, ოპონენტების დაკავებას კი კანონდარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებად აცხადებს.