დებატები საქართველოს პირველ არხზე

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ერთმანეთის პირისპირ.

დღეს, 22 საათზე საქართველოს პირველი არხის ეთერი ლადო კახაძეს და შალვა შავგულიძეს შორის დებატებს დაეთმობა. პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში გადასული კანდიდატები არჩევნებამდე ორი დღით ადრე მაყურებელს საკუთარ პროგრამას გააცნობენ და წამყვანის შეკითხვებს უპასუხებენ.

დებატები საერთაშორისო მედიაში აპრობირებული ფორმატით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს საშუალება ექნებათ, კითხვები ერთმანეთსაც დაუსვან.

9 ივნისს მთაწმინდის მოსახლეობა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდება.