დებატები საქართველოს პირველ არხზე

დებატები თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის საქართველოს პირველ არხზე დღეს, 22 საათზე გაიმართება. დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა მერობის 16-ვე კანდიდატმა განაცხადა. კანდიდატებს ექნებათ თანაბარი პირობები, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ. სპეციალურად მოეწყო გარე სტუდია ბელიაშვილის #68 ნომერში.

საქართველოს პირველ არხზე უკვე გაიმართა დებატები კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 14 სექტემბერს დებატებში ათი კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.