დებატები საქართველოს პირველ არხზე  

დღეს, 22:00 საათზე საქართველოს პირველ არხზე პოლიტიკური დებატები გაიმართება. ერთმანეთის პირისპირ 10 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელები დადგებიან. კერძოდ: „მესამე ძალა“ -N1; „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – N2; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – N5; „ევროპელი დემოკრატები“ – N6; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – N7; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – N8; „ლელო“ – N9; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – N10; „გირჩი“ – N36 და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – N41;

დებატებისთვის, რომელიც დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდება, სპეციალურად მოეწყო გარე სტუდია ბელიაშვილის 68 ნომერში. პარტიების წარმომადგენლებს თანაბარი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ.

21 სექტემბერს კი, საქართველოს პირველი არხი დებატებში მონაწილეობის მისაღებად თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს იწვევს.