დღეს პირველი არხის ეთერში 2025 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართება. დებატებში თბილისის მეობის ცხრა კანდიდატი მონაწილეობს: პარტია „ენა, მამული, სარწმუნოება“ – თემურ ბოკელავაძე; „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – ზურაბ მახარაძე; „თავისუფალი საქართველო“ – კახა კუკავა; „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთარ ჭითანავა; „ძლიერი საქართველოსთვის – ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე; „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი; „მწვანეთა პარტია“ – გიორგი გაჩეჩილაძე; „გირჩი“ – იაგო ხვიჩია და „ქართული ოცნება“ – კახა კალაძე.
დებატები პირველი არხის ეთერში 22:00 საათზე დაიწყება.