საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში“ დებატები გაიმართა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიასა და პარტია „გირჩის“ ლიდერებს – იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვიაშვილს, ვახტანგ მეგრელიშვილს და ჰერმან საბოს შორის. დებატები ურთიერთბრალდებებისა და მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. მთავარი საკითხები, რაც მხარეებმა განიხილეს, იყო 26 ოქტომბრის არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი და დაფინანსების საკითხები. დებატები შეეხო წინა მოწვევის პარლამენტში სახალხო დამცველისა და ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცესს.
დებატი „აქტუალურ თემაში“ – „გირჩი“ – ნიკა მელია #LIVE