დებატები ევროსაბჭოში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რუსეთისთვის სრულად უფლებამოსილების აღდგენას დათანხმდა. გადაწყვეტილებას ასამბლეის 96 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო – 44. რეზოლუციის ავტორის განცხადებით, ექვსი თვე გავიდა, რაც რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება ნაწილობრივ აღუდგინეს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რუსეთთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუარესებულა, არამედ პირიქით, შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესება. კერძოდ, მან დაასახელა რუსეთის მიერ მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობა, ევროსაბჭოს საწევროს გადახდა, ასევე უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება. დოკუმენტის განხილვას სესიაზე მწვავე დებატები მოჰყვა.

რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა, რომლებიც რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების აღდგენის გასაჩივრების ინიციატორები იყვნენ.