დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები

ევროპარლამენტში დებატები გაიმართა საქართველოს დემოკრატიული კრიზისის თემაზე. დეპუტატების ნაწილმა ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა. მათი მხრიდან აქცენტი გაკეთდა დემოკრატიულ უკუსვლაზე, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ოპოზიციის დევნაზე.   დებატებზე, უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე და კონკრეტული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეც ისაუბრეს. იყო საწინააღმდეგო მოსაზრებებიც. რამდენიმე დეპუტატმა ევროკავშირი საქართველოს მიმართ, „ორმაგი სტანდარტების“ და „გეოპოლიტიკური მანიპულაციის“ გამო გააკრიტიკა. მათ განცხადებით ევროკავშირი არაადეკვატურ მოთხოვნებს უყენებს საქართველოს და არ ითვალისწინებს ქვეყნის უსაფრთხოების რეალობას.