დებატები ევროპარლამენტში - შეფასებები

მეორე დღეა შეფასების თემაა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ გაჟღერებული მწვავე განცხადებები. „ზეწოლა, ორმაგი სტანდარტი და უსაფუძვლო კრიტიკა“ – ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპელი კანონმდებლების გზავნილებს. ოპოზიციის შეფასებით, არსებული პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, ევროპული ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის დასრულებულია და აუცილებელია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ პოლიტიკური კურსი შეცვალოს.