დებატები ევროპარლამენტში – გამოხმაურება თბილისში

12:02, 08.10.2026

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს თბილისში აფასებენ. ბრიუსელი „ქართულ ოცნებას“ „დემოკრატიულ უკუსვლაში“ ადანაშაულებს და არ გამორიცხავს სანქციებისა და უვიზო რეჟიმის შეზღუდვას. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციებს არანაირი ფასი არ აქვს. მათი თქმით, ეს არის კიდევ ერთი თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე. ოპოზიციაში კი რეზოლუციის სულისკვეთებას ეთანხმებიან. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში დებატები სახელწოდებით – „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მცდელობები საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ“ გუშინ გაიმართა. ევროპარლამენტარები აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას კენჭს დღეს უყრიან. კენჭისყრა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება და საქართველოს საკითხი, მეხუთე ნომრად არის წარმოდგენილი.

მსგავსი