დებატები ევროპარლამენტში

12:01, 08.10.2026

70-მდე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებულ რეზოლუციას სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“ – ევროპარლამენტში კენჭს დღეს უყრიან. რეზოლუციის პროექტის ავტორებს შორის რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა არიან. ისინი ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. პროექტის ავტორები გმობენ საქართველოს ოპოზიციური პარტიების კანონგარეშედ გამოცხადების მცდელობას და მათ წინააღმდეგ კონსტიტუციური სარჩელის დაუყოვნებლივ გამოტანას მოითხოვენ, რადგან, მათივე თქმით, მოქმედი პოლიტიკური ოპოზიციის სასამართლო გზებით აღმოფხვრა დემოკრატიასთან შეუთავსებელია. ასევე, პროექტის მიხედვით, რეზოლუციის ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის და ნიკა მელიას დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ.

მსგავსი