ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული პლატფორმა ღია იქნება უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომელიც რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შეწყვეტას უკავშირდება. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული სტრატეგია საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც ერთ წყაროზე დამოკიდებულებას გამორიცხავს.