დებატები ევროპარლამენტში

15:12, 12.03.2026

შეფასებების თემაა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები. ევროპარლამენტარების ნაწილმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა — საუბარი იყო პატიმრებზე, მედიის თავისუფლებაზე და ევროპულ კურსზე. ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსგავსი პოლიტიკით საქართველოს არ გააჩნია ევროკავშირში გაწევრიანების რეალური გზა. ნაწილის აზრით კი საქართველო სუვერენული სახელმწიფოა ლეგიტიმური მთავრობით და ევროპარლამენტმა კრიტიკის ნაცვლად, დიალოგი უნდა აირჩიოს. რეზოლუციას ევროპარლამენტი 12 მარტს უყრის კენჭს.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ელენე ხოშტარიას წერილიც წაიკითხა. რეზოლუციას ევროპარლამენტი დღეს უყრის კენჭს.

მსგავსი