დებატები ევროპარლამენტში

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადება. შვიდი პოლიტიკური ჯგუფიდან ექვსი – საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს, ხოლო ევროპარლამენტარებმა – პეტრ ბისტრონმა, ტომაშ ფროელიხმა, ჰანს ნოიჰოფმა და ალექსანდერ სელმა „სუვერენულ სახელმწიფოთა ევროპის“ ჯგუფის სახელით ალტერნატიული რეზოლუცია წარადგინეს.
ერთ-ერთი რეზოლუციის ავტორი „ევროპის სახალხო პარტიაა“. მათ რეზოლუციაში მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჟურნალისტის მზია ამაღლობელის, ასევე ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და მათე დევიძის გათავისუფლება. დაგმობილია დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, ოპოზიციაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა. რეზოლუციის მიღებამდე კი ევროპარლამენტში დებატები გაიმართა.