დებატები ევროპარლამენტში

უახლოეს წუთებში სტრასბურგში საქართველოს შესახებ პოლიტიკური დებატები უნდა დაიწყოს.

ხვალ ევროპარლამენტში კენჭისყრაზე გადის სვენ მიქსერის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, სადაც ჩვენი ქვეყნის მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესია შეფასებული. შევა თუ არა საბოლოო ტექსტში კომპრომისული შესწორებები, რომლებიც ქვეყნისთვის კრიტიკულ ჩანაწერებს და ფორმულირებებს მოიცავს. საუბარია ძირითადად ორ შესწორებაზე – აქედან ერთი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნას ეხება, მეორე შესწორების ავტორი კი „ევროპის სახალხო პარტიაა“, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. თუმცა, ამ შესწორებების გარშემო ევროპარლამენტარებს შორის პოზიციები გაყოფილია. დეპუტატების ნაწილი პერსონალური სანქციების მხარდაჭერის საფუძველს ვერ ხედავს და დეოლიგარქიზაციის საკითხს არა ერთ ადამიანზე მორგების, არამედ სისტემური ცვლილებების კონტექსტში განიხილავს.