დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილება

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძე საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ჯერჯერობით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ კეთდება.

საოკუპაციო რეჟიმმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხშია დაჭრილი და ამ დრომდე ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფებოდა.