დაზვერვის სააგენტოს 2026-27 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-27 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას, რომელიც საგარეო დაზვერვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ მოაწერა ხელი. დაზვერვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ, სახელმძღვანელო დოკუმენტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დასახული მიზნები და ამოცანები, ხელს შეუწყობს სააგენტოს განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას. სამოქმედო გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის საკვანძო სფეროებს და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტებს მოიცავს. შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ, დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშიც მოისმინა.