დაზღვევის დაბალი მაჩვენებლები და დაგეგმილი ცვლილებები

სადაზღვევო პაკეტებით სარგებლობის დაბალი მაჩვენებელი.

ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეები ჯანმრთელობის და ქონების დაზღვევის სისტემით ნაკლებად ინტერესდებიან. ბოლო ერთ წელში მიმართვიანობა შედარებით მომატებული ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში, რასაც სპეციალისტები პანდემიასაც უკავშირებენ. თუმცა, ავტომობილების და უძრავი ქონების დაზღვევის კუთხით პასიურობა შეინიშნება. სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყნის მთელი ავტოპარკის მხოლოდ 7 %-ია დაზღვეული. სადაზღვევო კომპანიები ხელისუფლებას სხვადასხვა სფეროში სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ, თუმცა ამ ეტაპზე მთავრობა მხოლოდ ავტომობილების, ისიც მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღებას განიხილავს.