„დაზარალებულთა კვირეული“ თბილისში

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში კონფერენცია გაიხსნა, სადაც დაზარალებულების სამართლებრივ პრობლემებზე იმსჯელეს.

სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა სასამართლო და საგამოძიებო პრაქტიკაც განიხილეს და  ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე საკანონმდებლო რეგულაციების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

კონფერენციით დაზარალებულთა კვირეული კვირეული გაიხსნა, რომლის  ფარგლებშიც საგამოძიებო უწყება სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს გეგმავს.