„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად ცნეს. როგორც მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს გადასცეს. ზვიად ქორიძე ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მასზე თავდასხმაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეს და მის თანმხლებ პირებს ადანაშაულებს. ქორიძის მონაყოლით სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია. მომხდარის შემდეგ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს პირველადი დახმარება სამედიცინო კლინიკაში გაეწია.