„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ფონდების დაყადაღების საკითხს ეხმაურება ვატო შაქარიშვილი. მოძრაობის ლიდერის განცხადებით, დაყადაღებული ფონდები აფინანსებდნენ და ხელს უწყობდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. შაქარიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ბრალდებების შესახებ მტკიცებულებები ღია და საჯარო წყაროებში იძებნება. მისი განცხადებით, მოძრაობა გააგრძელებს საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობას და მიაწვდის შესაბამის მტკიცებულებებს.