დაყადაღებული ფონდები - შეფასებები

საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა 5 ფონდის საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

კერძოდ, საუბარია შემდეგ ფონდებზე: „ნანუკას ფონდი“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. როგორც საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი იმ პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენდნენ, რომლებიც ბოლო დროის საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში არიან მხილებულნი. დასახელებული ფონდებიდან, „ნანუკას ფონდი“ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნის, „ფროსფერითი“ კი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს.