დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება

სამთვიანი ჩაკეტვის შემდეგ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი იხსნება: საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, რესტორნების ღია სივრცეები, სათხილამურო კურორტებზე მდებარე სასტუმროები, საბავშვო ბაღები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები.

შეზღუდვების გაუქმება ეტაპობრივად წარიმართება. პროცესი დაიწყება ხვალიდან და 15 მარტს დასრულდება. თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ რეპეტიციების განახლების უფლებას იღებენ თეატრები და ანსამბლები. თუმცა, ე.წ. კომენდანტის საათი მაინც რჩება. ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი 3%-ზე დაბალია. ამ მონაცემების გაუარესების პრევენციისთვის რეგულაციების მკაცრად შესრულება და ვაქცინაციაა საჭირო, რომელიც იგვიანებს. თუმცა „კოვაქს პლატფორმიდან“ თვის ბოლოსთვის მისაღები „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანის თარიღმა გადაიწია – 15 000 სამედიცინო მუშაკისთვის განკუთვნილი ვაქცინა სავარაუდოდ, მარტში შემოვა.