დაწესებული შეზღუდვების მონიტორინგი

როგორ სრულდება საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ აკრძალვები ქვეყანაში, – პრემიერ- მინისტრმა ამ თემაზე რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან ვიდეკონფერენციისას ისაუბრა. გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურისგან მიიღეს დავალება, მუდმივ რეჟიმში აკონტროლონ რეგიონებში ე.წ ცხელების ცენტრებისა და კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან შესაბამისობა. ამასთან,  რეგიონების ხელმძღვანელი პირები, თითოეული რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ ხედვას იმ ეკონომიკური ობიექტების შესახებ, რომელთა მუშაობის განახლება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი რიგის პრიორიტეტია.

გიორგი გახარიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და რეგიონების გუბერნატორებს შეზღუდვების დაცვის მკაცრად გაკონტროლება დაავალა