დაწესებულება ნომერი 16

რუსთავის მე-16 ციხის ყოველდღიურობა ეკრანზე.

საერთაშორისო ფესტივალების შემდეგ ქართულ კინო-თეატრში გამოჩნდება დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღების დროს ავტორმა პენიტენციურ დაწესებულებაში თითქმის ორი წელი გაატარა.

ალექსანდრე ქორიძის ფსიქოლოგიური დრამა იმ დაწესებულებაში ვითარდება, სადაც პატიმრების რესოციალიზაციისთვის განსაკუთრებული გარემო და პირობებია შექმნილი.