დავოსში ეკონომიკური ფორუმი გრძელდება

დავოსში ეკონომიკური ფორუმი გრძელდება. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება. მათ შორის არის მსოფლიო ლიდერების სიტყვით გამოსვლა.

შეკრებილ დელეგატებს გერმანიის კანცლერი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი მიმართავენ. დავოსში შეხვედრებს მართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ევრაზია ახალ გლობალურ კონტექსტში“, – ამ სახელწოდების პანელზე გამოვა სიტყვით მამუკა ბახტაძე და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრებს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გაიუმჯობესა საქართველომ პოზიციები სხვადასხვა რეიტინგში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიბერალურ საგადასახადო სისტემაზე და იმ შეთავაზებაზეც ისაუბრებს, რომელიც პოტენციურ ინვესტორებთან აქვს.

იმ ინვესტორებს, რომლებიც საქართველოში კომპანიას დააფუძნებენ და მთლიანად დაფარავენ კავკასიის რეგიონს, საქართველო კონკრეტულ საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს.