დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

შვეიცარიის საკურორტო ქალაქი ხვალიდან მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილი იქნება.

110 ქვეყანა, 2 500-ზე მეტი მონაწილე, მსოფლიოს წამყვანი ფინანსური კომპანიების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები:დავოსში 48-ე ეკონომიკური ფორუმი იწყება.

შვეიცარიის ალპებში პოლიტიკური და ბიზნესელიტა იკრიბება.  18-წლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა, დავოსში დონალდ ტრამპიც ჩავიდეს, თუმცა, ორგანიზატორებს აშშ-დან საბოლოო პასუხი ჯერ არ აქვთ. ოთხდღიან ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ქართული დელეგაციაც, რომელიც დავოსამდე შეხვედრებს ლოზანაში მართავს.

,,მოამბე” შვეიცარიიდან, სანდრო ჯუფალაკიანი გააშუქებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, ის ახლა დავოსიდან ისაუბრებს.