დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, გერმანიასთან პარტნიორობით შეიქმნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერისა და „სიმენს ენერჯის“ აღმასრულებელი დირექტორთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მოლაპარაკებები დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ ადგილმდებარეობას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ასევე – ქვეყნის მოწინავე პოზიციებს ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.