დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გიორგი გახარია შეხვედრებს მართავს.

„იბიარდის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს დაუდასტურა რომ, საქართველო არის საუკეთესო ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების მეორე ტალღის მქონე ქვეყნებს შორის. შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია. გიორგი გახარიას დაგეგმილი აქვს 30-მდე აუდიენცია, რომელიც გულისხმობს როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ მიმართულებებს. საქართველოს პრემიერი შეხვედრებს გამართავს პარტნიორი სახელმწიფოების, აგრეთვე მთავრობების მეთაურებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.