დავოსის ფორუმი - პრემიერის შეხვედრები

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მეორე დღე. ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით შეხვედრებს მართავს.

ამ დროისთვის დელეგაცია უკვე შეხვდა რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო კომპანიას, მათ შორის კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს, რომლის აქტივებიც 300 მილიარდ დოლარს აღემატება.

დავოსში გაიმართება პოლიტიკური ხასიათის შეხვედრებიც.