დავოსის ეკონომიკური ფორუმი

საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. დავოსში არიან მთავრობის მეთაური, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები. პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია მართავს ორმხრივ შეხვედრებს მსხვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან.