დავით ზანკალიანის კომენტარი ლავროვთან შეხვედრის შესახებ

სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ, პირველი  კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზანკალიანმა. ქვეყნის პირველი დიპლომატი,  რუსეთის  საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრას აუცილებელს უწოდებს. მინისტრი ამბობს, რომ შეხვედრაზე  ჟენევის ფორმატის ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. მისივე თქმით, ლავროვთან შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი შვეიცარიის მხარე იყო, რაზეც ქართულმა მხარემ თანხმობა განაცხადა. ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზეც იყო საუბარი.