დავით ზალკალიანმა გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება მიროსლავ ლაიჩეკთან განიხილა

სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილი ვითარება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან განიხილა. შედგა სპეციალური სატელეფონო საუბარი.

საგარეო უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა მიროსლავ ლაიჩეკს თხოვნით მიმართა, ამოქმედდეს ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რათა უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს და გატაცებული საქართველოს მოქალაქეები დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

თემის დეტალები „მოამბეში“.