დავით ზალკალიანმა 2019 წელი შეაჯამა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყების თანამშრომლებთან 2019 წელი შეაჯამა.

მინისტრმა იმ საგარეო პოლიტიკურ წარმატებებზე ისაუბრა, რასაც საქართველომ მიმდინარე წელს მიაღწია, მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოს თავმჯდომარეობას ევროპის საბჭოში. მინისტრმა მთავარ გამოწვევად კვლავ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია დაასახელა.