დავით ზალკალიანისა და ვენდი შერმანის სატელეფონო საუბარი

ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება – აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბრისას აღინიშნა. ვენდი შერმანის თქმით, აშშ-ი გააგრძელებს მოწოდებას რუსეთისადმი, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. დისკუსიისას ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას.