დავით ზალკალიანის ვიზიტი თურქეთში

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ გახსნიან.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წელს ფორუმის ფარგლებში პანდემიის გამოწვევებზე, გლობალურად შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და ამ კონტექსტში დიპლომატიის როლის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელზე – სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის.