დავით ზალკალიანის ვიზიტი რუმინეთში

რეგიონში არსებული გამოწვევები, უსაფრთხოება და ნატო-სთან ურთიერთობა – ეს არის მთავარი საკითხები, რაზეც რუმინეთში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფორმატში მსჯელობენ, რომელიც რუმინეთის, თურქეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრების მონაწილეობით 2012 წლიდან იმართება. თუმცა, წელს პირველად ამ ფორმატს ესწრებიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.

პარალელურად, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი პირისპირ შეხვედრებს მართავს მის კოლეგებთან. ის უკვე შეხვდა უკრაინისა და პოლონეთის, ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი პირისპირ შეხვედრა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთანაც.

თამარ წიკლაური დეტალებით.