დავით ზალკალიანის ვიზიტი ლიეტუვაში

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას სტუმრობს. გაიმართება საქართველო-ლიეტუვას ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-5 სხდომა, რომელსაც უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვას პრემიერ-მინისტრთან, სეიმის თავმჯდომარესთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.

დელეგაციის წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს. ასევე, დავით ზალკალიანი ეწვევა „ლიეტუვას დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სახლს“ და სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში ჩანაწერს დატოვებს.