დავით ზალკალიანის ვიზიტი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეიდან ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, მანამდე კი შეხვედრა გაიმართება ნატო-ს წევრი 30 ქვეყნის ელჩებთან. ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უშუალოდ ელჩებისგან მიიღებს ინფორმაციას ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის შესახებ, სადაც მოსკოვის მოთხოვნებზე იმსჯელეს.

რუსეთი ნატო-სგან ითხოვს, რომ ალიანსმა გაფართოებაზე უარი თქვას და ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები ივნისის ბოლოს მადრიდში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე გაუქმებულად გამოაცხადოს.

ანა ბროლაძე აშუქებს დავით ზალკალიანის ვიზიტს ბრიუსელში და მისგან მოვისმენთ დეტალებს დაგეგმილი შეხვედრების შესახებ.