აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს დავით ზალკალიანმა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფიონა ჰილსთან შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, საქართველო სტრატეგიული მხარდამჭერია.
ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასაც.