დავით ზალკალიანის პასუხი ამერიკელ კონგრესმენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი ამერიკელ კონგრესმენს. დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აქვს. მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები ვაშინგტონში იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ კონგრესმენებს მიეცეთ ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეგახსენებთ, კონგრესმენ ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. მისივე განცხადებით, მათ შეშფოთება გამოთქვეს პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო.