დავით ზალკალიანის მადლობა მაიკ პომპეოს

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც მან საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებასთან დაკავშირებით გააკეთა. მხარდაჭერისთვის ზალკალიანმა სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა. ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, ისეთი ძლიერი არასდროს ყოფილა.