დავით ზალკალიანის განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ყველას მოუწოდებს, დავით გარეჯის საკითხზე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. დავით ზალკალიანის განცხადებით, თემა ძალიან მგრძნობიარეა, ამიტომ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიას უნდა მიეცეს საკითხზე მშვიდად მუშაობის საშუალება.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მთავარია, მხარეებს შორის არის პოლიტიკური ნება საკითხი კომისიის მუშაობის ფორმატში გადაწყდეს. მინისტრმა ასევე უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეთანხმებული ხელისუფლებასთან. ზალკალიანის განმარტებით, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ვიზიტებისას სასაუბრო მასალას საგარეო უწყება უმზადებს.