დავით ზალკალიანის განცხადება

„საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო,“ – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის.

ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისთვის, რომ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. თავის გამოსვლაში მინისტრმა რუსეთის აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებებზეც ისაუბრა.